გორელი ძიუდოისტი გიგი გიუნაშვილი ესპანეთის ქალაქ მალაგაში გამართული ევროპის თასის ბრინჯაოს პრიოზიორია.
ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გიუნაშვილი საბა სამადაშვილს დაუპირისპირდა იუკოებით, 2-1 დაამარცხა და მესამე ადგილს დაესაკუთრა.
აღსანიშნავია, რომ სპორტსმენმა გასულ წელს საქართველოს ჩემპიონატზე იასპარეზა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. წელს კი, საქართველოს ჩემპიონატის II დონეზე 73 კგ.-ში შეძლო პირველი ადგილის აღება.
გიგი გიუნაშვილი გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია.
შეგახსენებთ, მალაგაში გამართული ევროპის თასზე გორელმა თამაზ ბიგანაშვილმა (+100 კგ.) და ზურაბ ჭიღლაძემ (81 კგ.) ასპარეზობა პირველი ადგილით და გამარჯვებულის სტატუსით დაასრულეს. ლუკა ქარელიშვილი (90 კგ.) კი ბრინჯაოს პრიზიორია.