გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის 1-ელი აგვისტოდან 2025 წლის 3 მარტის ჩათვლით, საქართველოდან 12.9 ათასი ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 8.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
„გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის რაოდენობა 10.9 ათასი ტონით (6.3-ჯერ), ხოლო ღირებულება - 6.8 მლნ აშშ დოლარით (6.1-ჯერ) გაიზარდა.
ქართული ვაშლის ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (12 848 ტონა), 60 ტონა ვაშლი ექსპორტირებულია ყაზახეთში, 21 ტონა - თურქეთში და 2 ტონა - სომხეთში“, - აცხადებენ უწყებაში.
შეგახსენებთ, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა, უნიკალურ ქართულ პროდუქტს - გორის ვაშლს იანვარში გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი მიანიჭა.