

ბექა ლობჟანიძე საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს.
არჩევნებში მონაწილეობა ხმის მიცემის უფლების მქონე 37 პირმა მიიღო და ახალ პრეზიდენტს მხარი ერთხმად დაუჭირა.
აღნიშნულ თანამდებობაზე ლობჟანიძე ოთხი წლის განმავლობაში იმუშავებს.
„მაქსიმალურად ვეცდები, იმ გუნდთან ერთად, რომელსაც კრივის დიდი ოჯახი ჰქვია, სპორტის აღნიშნული სახეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კიდევ უფრო განვავითაროთ. ამასთან, საქმიანობის ძირითადი მიზანი კრივის პოპულარიზაცია და ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესება იქნება“, - აღნიშნა ბექა ლობჟანიძემ.
ბექა ლობჟანიძე გორის კრივის სკოლის აღზრდილია სპორტსმენის კარიერის დასრულების შემდეგ, სამწვრთნელო საქმიანობაში ჩაერთო და მის სახელს არაერთი მოკრივეს წარმატება უკავშირდება. ბოლო წლების განმავლობაში, ლობჟანიძე საქართველოს ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მუშაობდა.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.