საქართველოში ოთხი ახალი ევროპული ავიაკომპანია შემოდის, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
ორი ბრიტანული ავიაკომპანია – მარტის ბოლოდან, ხოლო აპრილში ფრანგული და შვეიცარიული კომპანიები დაიწყებენ ოპერირებას.
„30 მარტიდან - გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანი - British Airways (ლონდონი-თბილისი); 31 მარტიდან - ბრიტანული დაბალბიუჯეტური easyJet სამი მიმართულებით (ლონდონი, ჟენევა, მილანი); 12 აპრილიდან - ფრანგული Transavia France (პარიზი-თბილისი); 12 აპრილიდან lufthansa Group-ის წარმომადგენელი შვეიცარიული Edelweiss (ციურიხი-თბილისი) განახორციელებს ფრენებს“, - ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ