შექმნილი რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საქართველოს რკინიგზა დღეს დაგეგმილ რამდენიმე რეისს აუქმებს.
კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არსებული უამინდობის და დიდთოვლობის გამო, დღეს, 27 თებერვალს უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი, კერძოდ:
#802/801 თბილისი-ბათუმი;
#804/803 თბილისი-ბათუმი;
#870/869 თბილისი-ზუგდიდი;
#874-873 თბილისი-ფოთი;
#618/617 თბილისი-ბორჯომი;
#686/685 თბილისი-ბორჯომი.
რაც შეეხება ბილეთის საფასურს, როგორც საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ და საქართველოს რკინიგზის რეისები აღდგება შექმნილი მეტეოროლოგიური ვითარების გამოსწორებისთანავე.