საქართველოს ჩემპიონატზე ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სპეციალიზებული სპორტული სკოლის მოკრივეებმა ერთი - ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
საქართველოს ჩემპიონი ანანო ქობულაშვილი (46 კგ; მწვრთნელი ბადრი ყულუმბეგაშვილი) გახდა.
მეორე ადგილს და ვიცე-ჩემპიონის ტიტულს კი თემურ პავლიაშვილი (60 კგ; მწვრთნელი ილია ტლაშაძე) დაეუფლა.
ზემოაღნიშნული სკოლის სპორტსმენების გარდა, ჩემპიონატზე გიორგი კანდელაკის სახელობის ვარიანის კრივის სკოლის წარმომადგენლებმაც იასპარეზეს. სპორტსმენების ანგარიშზე სამი მედალია.
ნიკოლოზ ხიზანიშვილი (57 კგ; მწვრთნელი გელა სხირტლაძე) ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
ზაზა მდინარიძე (46 კგ. მწვრთნელი მიხეილ გაბინაშვილი) და ილია პაპუაშვილი (70 კგ; მწვრთნელი თემურ აბულაძე) ვერცხლის პრიზიორები არიან.
საქართველოს ჩემპიონატს ბათუმმა უმასპინძლა.
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს