

უამინდობის და დიდთოვლობის გამო, გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში სასწავლო პროცესი არ შეფერხებულა, - აღნიშნულის შესახებ „გორის მაცნესთან“ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა განაცხადა. გიორგი ბერძნიშვილის ინფორმაციით, სკოლებს შეუფერხებლად მიეწოდება გაზი და ელექტროენერგია.
„სასწავლო პროცესი მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფ 67-ვე საჯარო სკოლაში მიმდინარეობს, თუმცა, მოსწავლეების სიმცირე ფიქსირდება.
უამინდობის მიუხედავად, არცერთ სკოლაში არ შეფერხებულა გაზის და ელექტროენერგიის მიწოდება. ამდენად, სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება“, - „გორის მაცნესთან“ აღნიშნა გიორგი ბერძნიშვილმა.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.