

უამინდობის და დიდთოვლობის გამო, საქართველოს რკინიგზა კიდევ დამატებით რამდენიმე რეისს აუქმებს.
კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, 26 თებერვალს არ შესრულდება თბილისი - ბათუმი, ბათუმი - თბილისი, თბილისი - ზუგდიდი და ფოთი-თბილისის რეისები.
„საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. რეისები აღდგება შექმნილი მეტეოროლოგიური ვითარების გამოსწორებისთანავე.
მგზავრებს კი ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ“, - აცხადებენ საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციაში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.