პროგრამირების სასწავლო კურსის - Code-IT მესამე მოდულზე განაცხადების მიღება 27 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
პროექტში მონაწილეობის მიღება 14-18 წლის ახალგაზრდებს შეუძლიათ.
„პროგრამის მესამე მოდულის ფარგლებში, მონაწილეები 16 სალექციო კურსის განმავლობაში, Next.js - React Framework-ს შეისწავლიან. სწავლება სუხიშვილის № 20-ში ჩატარდება. პროექტის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს. პროგრამა „საქართველოს ბანკთან“ და „ლინეიტთან“ თანამშრომლობით ხორციელდება“, - აცხადებენ სააგენტოში.
კურსზე ჩასარიცხად მონაწილეებმა გორის განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ბმული უნდა შეავსონ. წარმატებული აპლიკანტები სპეციალური დავალების შესრულების და გასაუბრების საფუძველზე შეირჩევიან.