საბჭოთა ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერების ჩართულობით, ღონისძიება გაიმართა.
თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა 1921 წელს კოჯორ-ტაბახმელას ტერიტორიაზე დაღუპული იუნკერები გაიხსენეს და კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად, სიმბოლურად, 1921-მეტრიანი გარბენი მოაწყვეს და მემორიალთან მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
ახალგაზრდებმა შემორჩენილი სანგრებიც დაათვალიერეს და 1921 წლის საბრძოლო მოქმედებების შესახებ აკადემიის სამხედრო ისტორიკოსის გიორგი ბერიძის ლექცია მოისმინეს.