

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკა ტყემალაძე სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტებზე იმსჯელეს, ასევე, რეგიონებში არსებული ვითარება და საჭიროებების აღმოფხვრის გზები განიხილეს.
„ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტი მოქალაქეებზე ზრუნვაა, აქედან გამომდინარე, ქვეყნის მასშტაბით, არაერთი სოციალური, ინფრასტრუქტურული, კულტურული თუ საგანმანათლებლო პროექტი მიმდინარეობს, რომელიც მოქალაქეების საჭიროებებზეა მორგებული. სახელმწიფო რწმუნებულებს და მუნიციპალიტეტის მერებს აქტიური კომუნიკაცია აქვთ ადგილობრივ მოსახლეობასთან, რაც მნიშვნელოვანია თითოეული პროექტის დაგეგმვის და განხორციელების პროცესში“, - განაცხადა ნიკა ტყემალაძემ.
სამუშაო შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.