

გ. ერისთავის სახელობის თეატრი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძის სპექტაკლის- „დაუძახე-ბროწეულო, პურის თავთავო!“ ჩვენებას გამართავს.
თანამედროვე სპარსი დრამატურგის ამირ დეჟაქამის პიესის ჩვენება 23 თებერვალს 19:00 საათზეა ჩანიშნული. სპექტაკლში კახა ბერიძე და გიორგი გოგუაძე მონაწილეობენ.
რაც შეეხება წარმოდგენის შინაარსს, პიესა - „დაუძახე ბროწეულო პურის თავთავო!“ სპარსული პოეზიისთვის დამახასიათებელი ესთეტიკით გვიყვება ერთი პიროვნების მეტამორფოზას სიყვარულის გზაზე, გაცხოველებიდან კათარზისამდე და გმირის თავდაპირველ კონფლიქტს შემქმნელთან და შემდგომი მონანიების პროცესს გვიჩვენებს.
დაინტერესებულ მაყურებელს ბილეთების შეძენა-დაჯავშნა თეატრის სალაროში და საიტზე: biletebi. Ge შეუძლია.
მარლენ ნადირაძემ საკრებულოს წევრებს და დამსწრე საზოგადოებას გასული ერთი წლის განმავლობაში საკრებულოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი