

გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ვოკალურ-ქორეოგრაფიული წრის - „ფანტაზია“ მოსწავლეებმა ლას-ვეგასში გამართულ საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე - „Golden Dream“ პირველი ადგილები დაიკავეს.
სააგენტოს ინფორმაციით, ნინი მაისურაძემ და ლიზი ინჯიამ ჯილდო საუკეთესო ვოკალური მონაცემებისთვის დაიმსახურეს.
„ფესტივალი სხვადასხვა დიასპორის და ამერიკული მხარის მეშვეობით წელიწადში ორჯერ იმართება და მისი მიზანი სხვადასხვა ქვეყნის კულტურის პოპულარიზაცია და ურთიერთგაზიარებაა“, - აცხადებენ სააგენტოში.
საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი Clark Country Library-ის საკონცერტო დარბაზში ჩატარდა.
387 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს