პოლიციამ დააკავა მძღოლი, რომელიც წუხელ გვიან საღამოს ავტომობილით გორში, სუხიშვილის ქუჩაზე ქვეითს დაეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაწყებული გამოძიება გადაკვალიფიცირდა და ამჟამად, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და 128-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია და ამავდროულად - განსაცდელში მიტოვებას.
შეგახსენებთ, შემთხვევა გუშინ საღამოს გორში მოხდა. ავტომობილი ფეხით მოსიალურე ქალს დაეჯახა, მძღოლმა შემთხვევის ადგილი მიატოვა. დაშავებული 37 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.