

ვანო მურადელის სახელობის გორის სამუსიკო სკოლის საფორტეპიანო განყოფილების მოსწავლეებმა საერთაშორისო კონკურს-ფესტივალში - „რონდო კლასიკა“ მიიღეს მონაწილეობა.
მარიამ ნუკრაძემ, ანა ქებაძემ და ანა სტეფანაშვილმა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში საპრიზო პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბავშვებისთვის ამ კონკურსში მონაწილეობა. დიდი მოტივაცია მიეცათ. მოსწავლეებმა აქტიურად დაიწყეს ფიქრი, მომავალ წელს თუ ჩატარდება მსგავსი ფესტივალი, რა ნაწარმოებს დაუკრავენ“, - აღნიშნა პედაგოგმა ქეთი გრძელიშვილმა.
ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურს-ფესტივალი, რომლის მიზანს ნიჭიერი მუსიკოსების გამოვლენა და პროფესიული დონის ამაღლების ხელშეწყობა წარმოადგენდა, ვაგნერის სახელობის კონსერვატორიაში (ავსტრია) ჩატარდა.
მარლენ ნადირაძემ საკრებულოს წევრებს და დამსწრე საზოგადოებას გასული ერთი წლის განმავლობაში საკრებულოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი