

არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე დაწესებული სანქციები გამკაცრდება, - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები საქართველოს პარლამენტში უკვე დაინიცირდა და საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს.
კანონპროექტის თანახმად, არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე მიდგომა მკაცრდება. მართალია, ამ ტიპის დანაშაულზე არსებული კანონმდებლობით მოქმედი ფულადი ჯარიმა და ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა უცვლელი რჩება, თუმცა იზრდება მართვის მოწმობის ჩამორთმევის ხანგრძლივობა.
კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, იმ შემთხვევაში თუ მძღოლს გარკვეულ 3 ტიპის ადმინისტრაციულ დარღვევაზე, დაკისრებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი, მართვის მოწმობის უფლება აქვს ჩამორთმეული და ამ სახდელის პერიოდში კვლავ იგივე სამართალდარღვევა დაუფიქსირდება, მართვის მოწმობის შეჩერების ვადა კიდევ 1 წლით გაეზრდება.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.