

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შერთულში სპორტული მოედნის მოწყობა მალე დასრულდება. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოების ღირებულება 150 000 ლარია.
გეგმის მიხედვით მოეწყობა: ხელოვნური საფარი, ფეხბურთის კარები, კალათბურთის ფარები, ღობე, ასევე, დამონტაჟდება სკამები და განათება.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, განხორციელებული სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.