ქვეყანაში ყველა არააუცილებელი ქარხანა უნდა დაიხუროს, ვინაიდან იტალია მსგავს მწვავე კრიზისში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა. დახურვა არ შეეხება მხოლოდ იმ საწარმოებს, სადაც საკვები და სამედიცინო აღჭურვილობა მზადდება , - ეს განცხადება იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ ადგილობრივი მედიით გააკეთა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, იტალიაში, ახალი კორონავირუსით 793 ადამიანი გარდაიცვალა. მთლიანობაში, ქვეყანაში, 53578 დადასტურებული შემთხვევაა, დაღუპულთა რაოდენობამ კი 4 825-ს მიაღწია.
ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ