კორეულმა სამაუწყებლო კომპანიამ KBS-მა საქართველოს შესახებ გადაცემა მოამზადა. KBS (Korea Broadcasting System) სამხრეთ კორეის ერთ-ერთი წამყვანი ტელევიზიაა.
გადაცემის გარდა, კორეელმა ჟურნალისტებმა ვიდეორგოლებიც მოამზადეს, მათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ორი კვირის განმავლობაში იმოგზაურეს. გადაღებები თბილისისა და მცხეთის გარდა სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოში, გურიაში, სვანეთსა და ყაზბეგში მიმდინარეობდა.
ვიდეორგოლებში ძირითადი აქცენტი ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე, კულტურასა და ქართულ სამზარეულოზე გაკეთდა.
ვიდეორგოლები შეგიძლიათ იხილოთ ბმულებზე: https://www.youtube.com/watch?v=4rDJNAJE47M
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს