5 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის სპორტსმენებმა საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში.
შეჯიბრი სომხეთის ქალაქ არტაშატში ჩატარდა და 2008 – 2009 წწ. დაბადებული სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ და ოქროს მედლები მოიპოვეს: საბა მინდიაშვილმა (45 კგ.), ნიკოლოზ მაჭარაშვილმა (48 კგ.), თემურ თუთარაშვილმა (55 კგ.), აკაკი მაზმიშვილმა (65 კგ.) და რატი რევაზაშვილმა (71 კგ.), რომელთა მწვრთნელიც არჩილ ბარამიძეა.
ვერცხლის მედალი კი წილად ხვდა ტარიელ საათაშვილს (51 კგ. მწვრთნელი - გიგლა მაყიშვილი).,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს