ახალდაბელ ახალგაზრდებთან, სათემო მუშაობის მექანიზმებზე და პრობლემების იდენტიფიცირების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
გორის განვითარების სააგენტოს მუნიციპალური განვითარების განყოფილების წარმომადგენლების მონაწილეობით, შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. მხარეებმა, კონკრეტულ საკითხებზე ძირითადი გამოწვევები გამოავლინეს და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე იმსჯელეს.
დაიგეგმა, ასევე, მომდევნო შეხვედრა, სადაც ახალგაზრდები უკვე გადაწყვეტილებებს შეიმუშავებენ და დამოუკიდებლად იმუშავებენ მათ განხორციელებაზე.
გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის გიორგი ედიშერაშვილის თქმით, სააგენტომ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან მუშაობა გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წელსაც აქტიურად განაგრძობს.
ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ