

სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში ქალთა სათემო ჯგუფ „ბარბარეს“ წევრებთან შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიების მონაწილეებმა თემში არსებული გამოწვევები განიხილეს და ის ოთხი მთავარი პრიორიტეტი შეარჩიეს, რომელზეც ჯგუფი მიმდინარე წლის განმავლობაში იმუშავებს.
შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს მუნიციპალური განვითარების განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა.
„ქალთა სათემო ჯგუფი „ბარბარე“ „ფონდი ტასოს“ მხარდაჭერით შეიქმნა და მისი საქმიანობა ადგილობრივ ქალებში სამეწარმეო უნარების განვითარებას და საგანმანათლებლო საჭიროებების დაკმაყოფილებას მოიცავს. მონაწილეთა თქმით, მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივების აქტიურ ჩართულობას“, - აღნიშნეს ორგანიზატორებმა.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.