

იუსტიციის სახლმა ორგანიზაციული თვითშეფასების ევროპული მოდელი - „შეფასების ერთიანი სისტემა“ (CAF) წარმატებით დანერგა და ეფექტიანი მომხმარებლის სტატუსი მოიპოვა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, CAF (Common Assessment Framework) ევროპული ხარისხის მართვის ინსტრუმენტია, რომელიც საჯარო სექტორმა საკუთარი საჭიროებების გათვალისწინებით შექმნა. აღნიშნული სისტემა შემუშავდა ევროპული საჯარო ადმინისტრირების ქსელის (EUPAN), ევროკავშირის საჯარო მმართველობაზე პასუხისმგებელი მინისტრების და საჯარო ადმინისტრირების ევროპული ინსტიტუტის (EIPA) თანამშრომლობით.
„იუსტიციის სახლი კავკასიის რეგიონში პირველი საჯარო უწყებაა, რომელმაც ეს მოდელი დანერგა და წარმატებით გაიარა სერტიფიცირების პროცესი.
CAF-ის მიზანია, ხელი შეუწყოს საჯარო უწყებების შედეგებზე ორიენტირებულ საქმიანობას, ორგანიზაციული თვითშეფასებისა და სისტემატური გაუმჯობესების გზით“, - აცხადებენ უწყებაში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.