გ. ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატულ თეატრი მორიგი სპექტაკლის გამართვის თარიღს აანონსებს.
მაყურებელი 15 და 16 თებერვალს ნოდარ მაჭარაშვილის მოთხრობის - „ქეიფი სოლოლაკში“ მიხედვით დადგმულ პიესას იხილავს. სპექტაკლის რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე - შველიძეა.
„ქეიფი სოლოლაკში“ მოგვითხრობს საზოგადო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწის, 1921-1923 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრისა და სამხედრო ცენტრის ხელმძღვანელ კონსტანტინე (კოტე) აფხაზზე, მის თანამოაზრეებზე, თანამებრძოლებზე და მოვლენებზე რომელიც იმ პერიოდის საქართველოში ვითარდებოდა.
როგორც „გორის მაცნესთვის“ ცნობილია, სპექტაკლში თეატრის დასი თითქმის სრული შემადგენლობით მონაწილეობს.
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს