საზოგადოება
04.02.2025 12:52
გორის მერია უსინათლო და სმენადაქვეითებულ პირებს ფინანსურად დაეხმარება

გორის მუნიციპალიტეტის მერია, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამის ფარგლებში, მკვეთრად გამოხატული (უსინათლო) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, წელიწადში ერთხელ, 350 ლარით დახმარება. ადგილობრივი თვითმმართველობა ფინანსურ დახმარებას გაუწევს მნიშვნელოვნად გამოხატული (უსინათლო) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსაც, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000-ის ჩათვლით.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, აღნიშნულ ბენეფიციარებზე წელიწადში ერთხელ 300 ლარი გაიცემა.

ამავე პროგრამის ფარგლებში, წელიწადში ერთხელ, 300 ლარის ოდენობით დახმარება გაეწევათ სმენადაქვეითებულ (ყრუ-მუნჯობა ICD H-90.6; H-91.9) პირებსაც.

დაინტერესებულმა პირებმა კუთვნილი შემწეობის მისაღებად წერილობით უნდა მიმართონ გორის მერიას.

დახმარებების მიღების მიზნით, მერიაში წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე: gori. Gov. ge.

კვირის ამბები