ტურიზმი
03.02.2025 12:23
მიმდინარე წელს განსახორციელებელ პროექტებზე ტურიზმის განყოფილებაში იმსჯელეს

გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებაში გასული წლის მუშაობის შედეგები შეაჯამეს.

ღონისძიების ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების საკითხებზე ისაუბრეს და 2025 წელს განსახორციელებელი პროექტებიც განიხილეს.

სამუშაო ჯგუფმა გასული წლის საქმიანობა დადებითად შეაფასა.

„შეხვედრას განყოფილებაში არსებული სექტორების და საზოგადოებრივი მონიტორინგის კურატორები ესწრებოდნენ. სამუშაო ჯგუფმა განყოფილების უფროსთან ერთად, გასული წლის საქმიანობა დადებითად შეაფასა. შეხვედრის ფარგლებში, 2025 წლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, კონცეფცია და ჩასატარებელი ღონისძიებების გეგმა განიხილეს“, - აღნიშნულია ტურიზმის განყოფილების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები