გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერები უკვე გამოაცხადა.
ერთ-ერთი სოფელი, სადაც სასმელი წყლის ახალი სისტემა მოეწყობა - ქვეშია.
ინფრასტრუქტურული პროექტის სავარაუდო ღირებულება 811 700 ლარია.
რაც შეეხება დაგეგმილ სამუშაოებს, პროექტის მიხედვით მოეწყობა ქსელი, ჭაბურღილი, სადაწნეო კოშკები და საქლორატორო.
შესაბამისი სამუშაოების დასრულების შემდეგ სასმელ წყალს 450 ოჯახი მიიღებს.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი