

საქართველოს მწერალთა კავშირის შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის მწერალთა ორგანიზაციის და შემოქმედებითი საზოგადოება „მიმინოს“ ინიციატივით, გორში ვლადიმერ გულიკაშვილის წიგნის - „ლექსით ვიშუშებ იარებს“ წარდგენა გაიმართა.
შეხვედრას მწერლები, პოეტები და ლიტერატურულ სფეროში მოღვაწე ადამიანები ესწრებოდნენ.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებამ ხელოვანის შემოქმედებიდან არაერთი ლექსი მოისმინა. შესრულდა მუსიკალური ნომრებიც.
შეხვედრა ლიტერატურული პროექტის - „ქართლის საღამოები“ ფარგლებში ჩატარდა და გორის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ უმასპინძლა.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.