

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკაში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა იგეგმება.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა და წინადადებების მიღება 7 თებერვალს დაიწყება.
სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 308 000 ლარია.
ინფრასტრუქტურული პროექტი ითვალისწინებს ჭაბურღილის რეაბილიტაციას, სადაწნეო კოშკების (2 ერთეული), საქლორატოროს მოწყობას, ასევე, სანიტარული ღობის და მრიცხველების მონტაჟს.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, სამუშაოების დასრულების შემდეგ სასმელი წყლით 120 ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.