გორის სპორტის სასახლემ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გამართულ საქართველოს პირველობას უმასპინძლა.
შეჯიბრი 23-წლამდელთა შორის ჩატარდა. სპორტსმენები პირველობისთვის ერთმანეთს 10 წონით კატეგორიაში დაუპირისპირდნენ.
ტურნირის გამარჯვებულებს და პრიზიორებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ მიღწეული შედეგების მიხედვით, აჭარელებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.
შეჯიბრი საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს