გორში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონის - იოსებ დურგლიშვილის ხსოვნის მემორიალური ტურნირი ჩატარდა მკლავჭიდში.
ტურნირზე საქართველოს რეგიონებში მცხოვრები სპორტსმენები ასპარეზობდნენ, რომლებიც პირველობისთვის ერთმანეთს ხუთ წონით კატეგორიაში (როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა მკლავი) დაუპირისპირდნენ.
გორელთაგან შეჯიბრის გამარჯვებულები გურამ მეზვრიშვილი (55 კგ. მარცხენა/მარჯვენა) და რატი მისირელი (75 კგ. მარცხენა) გახდნენ.
მესამე ადგილი კი ილია კარელიძემ (75 კგ. მარცხენა) და დავით კაპანაძემ (85 კგ. მარცხენა) დაიკავეს.
გამარჯვებულებს და პრიზიორებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.
იოსებ დურგლიშვილის ხსოვნის მემორიალურ ტურნირი გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს