

გორელი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ნიკა ზანგალაძე (57 კგ.) ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.
სპორტსმენმა ამერიკელი, ბულგარელი და უკრაინელი მეტოქეები დაამარცხა. ფინალში კი კიდევ ერთ ბულგარელს - ივაილო მილენოვ ტისოვს აჯობა და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
ნიკა ზანგალაძე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია. სპორტსმენის მწვრთნელები ირბეგ ჯიოშვილი და დავით პოღოსიანი არიან.
გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ქვემდებარე 67 სკოლაში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად დაიწყება - გია ბერძნიშვილი