გორის სპორტის სასახლე თავისუფალ ჭიდაობაში ცოტნე ბარამიძის ხსოვნის მეორე მემორიალურ ტურნირს უმასპინძლებს.
საშეჯიბრო ნაწილი 8-9 თებერვალს 10:00 საათიდან დაიწყება და ჭიდაობის მსოფლიოს საერთაშორისო ფედერაციის წესების მიხედვით ჩატარდება.
ტურნირში მონაწილეობას 2011-2012 და 2013-2014 წწ. დაბადებული სპორტსმენი გოგონები და ვაჟები მიიღებენ.
მოჭიდავეები პირველობისთვის ერთმანეთს სხვადასხვა წონით კატეგორიაში დაუპირისპირდებიან.
საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცემათ. საუკეთესო შედეგების გათვალისწინებით, I-III ადგილზე გასული გუნდებიც დაჯილდოვდებიან.
ცნობისთვის, ვეტერანი მოჭიდავე, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი, ჭაბუკებს შორის ევროპის პრიზიორი, ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის კლუბის მწვრთნელი ცოტნე ბარამიძე 2023 წლის აგვისტოში გარდაიცვალა.