სოციალური პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის ღირებულებას 500 ლარით დააფინანსებს.
პროგრამით სარგებლობა სახელმწიფო გრანტის არ მქონე სტუდენტებს, 50% და 70 %-იანი გრანტის მქონე პირებს შეუძლიათ. გარდა ამისა, სტუდენტი უნდა იყოს რეგისტრირებული გორის მუნიციპალიტეტში და მისი სარეიტინგო ქულა უნდა მერყეობდეს 0-დან120 000-ის ჩათვლით.
დაფინანსების მისაღებად სტუდენტმა მერიაში უნდა წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია.
მერიაში წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე: gori. Gov. ge.
ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ