

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 იანვრიდან გორის მუნიციპალიტეტში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და პერიოდულად მოსალოდნელია ღრუბლიანობა.
რაც შეეხება ამინდის დეტალურ პროგნოზს, 23-24 იანვარს გორში მოსალოდნელია ღრუბლიანობა, ჰაერის ტემპერატურა კი დღისით +5-6 გრადუსს მიაღწევს, ღამის საათებში კი ნავარაუდევია ყინვა -2 გრადუსამდე. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის დასახლებებს, ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაეცემა.
25-26 იანვარს გორში მოსალოდნელია ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დღისით +6 დაფიქსირდება, ღამით კი მოსალოდნელია -2 გრადუსი ყინვა.
27-დან 30 იანვრის ჩათვლით, გორის მუნიციპალიტეტში ნავარაუდევია უნალექო ამინდი, რამდენიმე გრადუსით მოიმატებს ჰაერის ტემპერატურაც და დღისით 8-9-10 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, ღამის საათებში კი კვლავ შენარჩუნდება დაბალი ტემპერატურა 0, -1 გრადუსი.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.