

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია იგეგმება.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, გორის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცადა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ხელთუბანში რეაბილიტაცია ჩაუტარდება შიდა საუბნო გზების 1 462 მეტრიან მონაკვეთს და პროექტის სავარაუდო ღირებულება 950 370 ლარია.
შეგახსენებთ, 2025 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით, გორის მუნიციპალიტეტში 15 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.