გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია განხორციელდება.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, გორის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცადა.
რაც შეეხება პროექტს, ტინისხიდში მოწესრიგდება 1 504 მეტრი შიდა საუბნო გზა. შესასრულებელი სამუშაოების სავარაუდო ღირებულება კი 941 495 ლარია.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები 2025 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდება.