სპორტი
20.01.2025 10:46
ძიუდოში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე გორელებმა თორმეტი მედალი მოიპოვეს

ძიუდოში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე გორელმა სპორტსმენებმა თორმეტი მედალი მოიპოვეს.

შეჯიბრში როგორც გოგონები (2008 - 2010 წწ.), ისე ვაჟები (2008-2009 წწ.) ასპარეზობდნენ.

გოგონათა შორის ჩემპიონის ტიტულს მარიამ მეგრელიშვილი (50 კგ; შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლა; მწვრთნელი ქართლოს პავლიაშვილი), ნატალი იაშვილი (44 კგ; გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლა; მწვრთნელი ირაკლი ლომიძე) და ქეთი რობაქიძე (70 კგ; გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლა; მწვრთნელი ირაკლი ლომიძე) დაეუფლნენ.

ვერცხლის მედალი ნინო გიგაურმა (40 კგ; გურამ პაპიტაშვილის სახელობისგორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლა; მწვრთნელი ვეფხია ბაზანდარაშვილი) მოიპოვა.

ანა გულუაშვილი (52 კგ; შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლა; მწვრთნელი გელა უმეკაშვილი) და დალი მაზანაშვილი (63 კგ; გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლა; მწვრთნელი მარი მახარაშვილი) ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.

რაც შეეხება ვაჟებს, გიორგი ბაბუციძე (66 კგ; გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლა; მწვრთნელი ვეფხია ბაზანდარაშვილი), გიორგი ზურაბაშვილი (90 კგ; გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლა; მწვრთნელი ვეფხია ბაზანდარაშვილი) და იოანე აბალაკი (+90 კგ; ძიუდოს კლუბი „გორიჯვარი“; მწვრთნელი მალხაზ ავაზნელი) ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ.

მეორე ადგილს და ვიცე-ჩემპიონის ტიტულს არსენ დვალიშვილი (50 კგ; გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლა; მწვრთნელი ვეფხია ბაზანდარაშვილი) და გიორგი ბერაძე (60 კგ; ძიუდოს კლუბი „გორიჯვარი“; მწვრთნელი მალხაზ ავაზნელი) დაეუფლნენ.

ბრინჯაოს მედალი კი გუჯა ბერუაშვილის (90 კგ; კლუბი „გორიჯვარი“; მწვრთნელი მალხაზ ავაზნელი) ანგარიშზეა.

აღსანიშნავია, რომ მიღწეული შედეგების მიხედვით, როგორც გოგონათა, ისე ვაჟთა შორის გორმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

საქართველოს ჩემპიონატი თბილისში, ძიუდოს აკადემიაში ჩატარდა.
კვირის ამბები