საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 47-მდე გაიზარდა.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, სამივე ინფიცირებული ახალგაზრდაა.
ამჟამად, საქართველოში, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1966 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 259 პაციენტი.
ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული.
ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ