სპორტი
15.01.2025 13:16
თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე გორელებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს

თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე გორელებმა ორი - ოქროს, ერთი - ვერცხლის და ხუთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. მიღწეული შედეგების მიხედვით, გორელებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.

გოგა ოთინაშვილი (65 კგ.) და მერაბ სულეიმანიშვილი (97 კგ.) საქართველოს ჩემპიონები გახდნენ.

დავით ფაცინაშვილმა (70 კგ.) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ნიკა ზანგალაძე (57 კგ.), ნიკა ბოჭორიშვილი (57 კგ.), საბა ღამბაშიძე (61 კგ.), გოდერძი ძებისაშვილი (65 კგ.) და დავით ჭეჭელაშვილი (79 კგ.) კი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.

საპრიზო ადგილზე გასულ მოჭიდავეთაგან შვიდი - ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია. ნიკა ზანგალაძე კი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენია.

აღსანიშნავი ისიც, რომ გორელმა მოჭიდავეებმა გასული წლის საქართველოს ჩემპიონატებზეც გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს როგორც დიდებში, ისე 23-წლამდელებში, 20-წლამდელებში, 17-წლამდელებში და 15-წლამდელებში.

საქართველოს ჩემპიონატს ბათუმმა უმასპინძლა.

კვირის ამბები