

მგზავრთა გაზრდილი ნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა რეისებს ამატებს.
კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დამატებითი რეისი 11 და 12 იანვარს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით შესრულდება.
რაც შეეხება განრიგს, მატარებელი 11, 12 იანვარს თბილისიდან 08:50 საათზე გავა და მგზავრები ფოთში 15:12 საათზე ჩავლენ.
ფოთიდან კი თბილისის მიმართულებით რეისი 17:15 საათზე შესრულდება და მატარებელი თბილისში 23:18 საათზე იქნება.
მსურველები ბილეთების შეძენას საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ ვებგვერდზე, სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით და საქართველოს რკინიგზის სალაროებში შეძლებენ.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.