

საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ აძვის საჯარო სკოლას ჩოგბურთის მაგიდა და სპორტული ინვენტარი გადაეცა.
საგანმანათლებლო დაწესებულებას საჩუქარი შიდა ქართლის მაგიდის ჩოგბირთის ფედერაციამ კომპანია „gulf“-ის მხარდაჭერით გადასცა.
ფედერაციის ინფორმაციით, კამპანიის მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაა.
ცნობისთვის, პროექტის ფარგლებში, სპორტული ინვენტარით გორის მუნიციპალიტეტის არაერთი სკოლა აღიჭურვა. აქტივობა მომავალშიც გაგრძელდება.
გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ქვემდებარე 67 სკოლაში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად დაიწყება - გია ბერძნიშვილი