საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე კრივში ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სპეციალიზებული სპორტული სკოლის მოკრივეებმა ექვსი მედალი მოიპოვეს.
შეჯიბრი ახალგაზრდებსა და უფროსი ასაკის მოკრივეებს შორის ჩატარდა. ჩემპიონატზე გოგონა და ვაჟი სპორტსმენები ასპარეზობდნენ.
ახალგაზრდებს შორის გამარჯვებულები ნინო კეჩხუაშვილი (54 კგ.) და თეკლა არბოლიშვილი (57 კგ.) გახდნენ. ორივე სპორტსმენის მწვრთნელი ბადრი ყულუმბეგაშვილია.
ვიცე-ჩემპიონი და ვერცხლის მედლის მფლობელი კი გიგი ნონიკაშვილი (63,5 კგ., მწვრთნელები: ილია ტლაშაძე დაბექა ლობჟანიძე) გახდა.
რაც შეეხება უფროსი ასაკის მოკრივეებს, ჩემპიონის ტიტულს გიორგი გუცაევი (86 კგ., მწვრთნელი ბექა ლობჟანიძე) დაესაკუთრა.
მეორე ადგილზე ლუკა ნიქაბაძე (75 კგ. მწვრთნელი ილია ტლაშაძე) გავიდა.
67 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლევან დემუროვი (მწვრთნელები ავთანდილ შოშიაშვილი, ბექა ლობჟანიძე) ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.
ზემოაღნიშნული სკოლის სპორტსმენების გარდა, ტურნირზე გიორგი კანდელაკის სახელობის ვარიანის კრივის სკოლის წარმომადგენლებმაც იასპარეზეს.
ლაშა კერესელიძემ (48 კგ.) და ავთანდილ მდინარაძემ (92 კგ.) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს კრივში თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა.