ძიუდოს კლუბი „გოლდენ გორი“ ევროპის ჩემპიონთა ლიგის ბრინჯაოს პრიზიორია.
ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გორულმა კლუბმა უკრაინის გუნდი 4:0 დაამარცხა
შეჯიბრზე „გოლდენ გორი“ შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.), ეთერ ასკილაშვილი (70 კგ.), სოფიო სომხიშვილი (+70 კგ.), ვაჟა მარგველაშვილი (73 კგ.), გიორგი ტერაშვილი (73 კგ.), ლუკა მაისურაძე (90 კგ.), უშანგი კოკაური (+90 კგ.), ირაკლი დემეტრაშვილი (+90 კგ) და თამაზ ბიგანაშვილი (+90 კგ.).
სპორტსმენთა მწვრთნელი ნოდარ მეტრეველია.
„გოლდენ გორი“ 2018 წელს დაარსდა და წელს მეოთხედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი. 2018 წელს კი ჩემპიონის ტიტულს დაესაკუთრა.
ევროპის ჩემპიონთა ლიგა საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში ჩატარდა.