საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 43-მდე გაიზარდა.
ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განთავსდა.
საქართველოში კარანტინის რეჟიმში რჩება 1575 ადამიანი. სტაციონარულ მეთვალყურეობას გადის - 275 პაციენტი.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 245 630-მდე გაიზარდა, გარდაცვლილთა რაოდენობა 10 000-ს აჭარბებს.
ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ