

ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სპეციალიზებულ სპორტულ სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 538 973 ლარი გამოიყო.
პროექტის ფარგლებში მოეწყო გათბობის, წყალარინების, უსაფრთხოების, სავენტილაციო სისტემები. გარდა ამისა კეთილმოეწყო გასახდელები, საწყობი, სახურავი და კაუჩუკის მოედანი.
ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივის სკოლაში 150-მდე ახალგაზრდა ეუფლება აღნიშნულ სპორტის სახეობას.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.