გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 28 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება, - აღნიშნულის შესახებ „გორის მაცნეს“ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში განუცხადეს.
„სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზამთრის არდადეგებისთვის გაგვეთვალისწინებინა 28 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლის არსებული პერიოდი. შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 27 დეკემბერს შეწყდება. სააღმზრდელო პროცესს კი, შესაბამისად, 8 იანვარს განვაახლებთ“, - აცხადებენ სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
ცნობისთვის, სეზონური ვირუსების გავრცელების გათვალისწინებით, ამ დროისთვის, ბაღებში თავისუფალი დასწრების რეჟიმი მოქმედებს.
ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ