სპორტი
16.12.2024 15:37
გენო პეტრიაშვილი ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ გამოქვეყნებული 2024 წლის შემაჯამებელი რეიტინგის სათავეშია

გორელი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (მძიმე წონა, 125 კგ.) ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ გამოქვეყნებული 2024 წლის ბოლო, შემაჯამებელი რეიტინგის პირველ ადგილზეა.

რეიტინგები ოლიმპიურ თამაშებზე, მსოფლიოს ჩემპიონატებზე, კონტინენტურ პირველობებსა და საერთაშორისო ტურნირებზე მოპოვებული ქულების დაჯამებით შედგა.

შეგახსენებთ, პეტრიაშვილი 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გახდა. სპორტსმენმა გადამწყვეტ შეხვედრაში ირანელი ჰოსეინ ზარე დაამარცხა.

პეტრიაშვილის გარდა, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან რეიტინგის პირველ ადგილს 79 კგ. (არაოლიმპიური წონა) წონით კატეგორიაში ავთანდილ კენჭაძე იკავებს. მოწინავე პოზიციაზეა აკაკი ქემერტელიძე და მირიან მოდებაძეც. რაც შეეხება გივი მაჭარაშვილს და რობერტ დინგაშვილს, სპორტსმენები რეიტინგის ათეულში არიან.

კვირის ამბები