

გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ახალი სასწავლო-შემეცნებითი სივრცე „სამხედრო არქეოლოგიის“ კაბინეტი გაიხსნა.
კიდევ ერთი ახალი სასწავლო სივრცე აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ სასწავლო ბატალიონის იუნკერებთან და აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გახსნა.
„სასწავლო-შემეცნებით სივრცეში გამოფენილია სხვადასხვა ეპოქაში შექმნილი და არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული საბრძოლო იარაღის ნიმუშების ფოტომასალა. ასეთი სახის სივრცეები აკადემიის იუნკერებს და მსმენელებს ეხმარება თეორიულ სწავლებასთან ერთად, პრაქტიკული სახით და ვიზუალური აღქმით მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია სხვადასხვა სახეობის იარაღის შექმნის ისტორიაზე, იარაღის ევოლუციასა და ტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლების შესახებ“, - აცხადებენ აკადემიაში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.