

11 დეკემბერს მთის საერთაშორისო დღეა. თარიღის აღნიშვნის მიზანი მთის მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში სხვადასხვა ინსტიტუტის და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობაა.
მთის საერთაშორისო დღეს საფუძველი 1992 წელს ჩაეყარა. მთების მნიშვნელობისადმი გაზრდილმა ინტერესმა განაპირობა გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილება, რომ 2002 წელი გამოცხადებულიყო, როგორც მთის საერთაშორისო წელი.
ამავე წელს, შემუშავდა გაეროს რეზოლუცია, რომლითაც გენერალურმა ასამბლეამ 11 დეკემბერი მთის საერთაშორისო დღედ აღიარა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა მისი აღნიშვნისკენ, რათა უფრო თვალსაჩინო გამხდარიყო მთის მდგრადი განვითარების მნიშვნელობა.
რაც შეეხება საქართველოს, მთიანი რელიეფით მდიდარი ქვეყანაა, სადაც მთებს 54% უჭირავს და ზღვის დონიდან 5068 მეტრამდე ვრცელდება.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.